საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარს დიდი ანგარიშით მოუგო
საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდში ბოლო შეხვედრა გიბრალტართან გამართა და გამოსვლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.

გუნდმა გიბრალტარის ასაკობრივ ნაკრებს ხუთი გოლი გაუტანა. ეთერ სულაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეტოქის კარში გოლები ასევე თინათინ ამბალიამ და ლიზი კანკიამ გაიტანეს.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა.

შეხვედრას ესწრებოდა ქალთა ეროვნულ ნაკრებში დანიშნული ახალი მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრებში საინტერესო მოთამაშეებს აკვირდებოდა.

წყარო: პირველი არხი

Print