მარნეულელი მშვილდოსანი სალომე ხარშილაძე ევროპის თასზე იასპარეზებს
მარნეულელი მშვილდოსანი გოგონა, სალომე ხარშილაძე, ევროპის თასზე იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა აქვეყნებს.

„მიმდინარე წლის 01-07 მაისს, სლოვენიაში, ქალაქ კატეზში, გაიმართება ევროპის თასის გათამაშების პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში, ახალგაზრდებს შორის, სადაც იასპარეზებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მშვილდოსანი გოგონა სალომე ხარშილაძე (პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი)“

ევროპის თასის გათამაშებაში ასევე მონაწილეობა უნდა მიეღო მარნეულის სპორტული სკოლის წარმატებულ მშვილდოსან თამთა ნავერიანს, რომელმაც ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საერთო საწვრთნელ შეკრებაზე მიიღო ტრამვა და სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა.


სალომე ხარშილაძე და თათა ნავერიანი მარნეულელი მშვილდოსნები არიან. სალომე იყო მარნეულში პირველი გოგო, რომელმაც მარნეულის სპორტულ სკოლაში მშვილდოსნობაზე სიარულის გადაწყვეტილება მიიღო. სამი წლის წინ, სალომეს კიდევ ერთი მშვილდოსანი გოგო, თათა ნავერიანი შეუერთდა. გოგოები არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირებზე წარმატებით ასპარეზობენ.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები