სახილ ალახვერდიევმა უზბეკეთში ჩატარებულ ჩემპიონატზე საქართველოს გუნდს ვერცხლის მედალი მოაპოვებინა
1-14 მაისს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მოკრივეებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას. 3 სპორტსმენი სამშობლოში მედლით დაბრუნდა. სახილ ალახვერდიევნა ვერცხლის, ლაშა გურულმა და გიორგი ქუშითაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

48 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრზე გამოსულმა 24 წლის სახილ ალახვერდიევმა რადიო მარნეულთან საუბრისას განაცხადა რომ ფინალში ყაზახეთის წარმომადგენელ 19 წლის სანჟარ ტაშკენბაის შეხვდა და სამივე რაუნდში 5:0 ანგარიშით დამარცხდა.

„შეჯიბრზე მე 4 ბრძოლა გავიარე. ინდოეთის, ბულგარეთის და კუბას სპორტსმენებს მოვუგე. მაგრამ ფინალზე ყაზახეთის სპორტსმენთან დავმარცხდი და მეორე ადგილზე გადავედი. მსოფლიო ჩემპიონატზე მოანწილეობა და იქ პრიზორებს შორის მოხვედრა ძალიან რთულია. მაგრამ გამარჯვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ შეჯიბრებზე მხოლოდ შენს თავს არ წარადგენ. შენი რეგიონის, ქვეყნის, ოჯახის და ერის სახელით გამოხიდარ“, - სახილ ალახვერდიევი აცხადებს.

აღსანიშნავია, რომ სახილ ალახვერდიევი 11 წლიდან კრივით არის დაკავებული. მისი მწვრთნელი ფიზული ალეკბეროვია. ალახვერდიევმა15 წლის ასაკში ორ ჯერ საქართველოს პირველობა მოიპოვა. 2016 წლიდან კი ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობს და იმარჯვებს.

აღსანიშნავია, რომ 538 მოკრივეს შორის ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე 107 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში კაც მოკრივეებს შორის ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ფონდის თანხა 5,2 მილიონ აშშ დოლარი იყო. ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლოებლმა მოკრივეებმა 200 ათსი დოლარი მიიღეს. მეორე ადგილის მფლობელებმა 100 ათასი, მესამე ადგილის მფლობელებმა კი 50 ათასი დოლარი მოიპოვეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები