მარნეულელი ძიუდოისტი გოგო ევროპის თასის ვიცე ჩამპიონი გახდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტი ლიზა დავაძე ევროპის თასის ვიცე ჩემპიონი გადა. მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარნეულელმა ძიუდოისტმა გოგომ ევროპის თასის ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„მიმდინარე წლის 19-21 ივლისს, თურქეთში, ქალაქ ქოჩაელიში გაიმართა უმცროს კადეტთა ევროპის თასი ძიუდოში, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ძიუდოისტმა გოგონამ, ლიზა დავაძემ ( პირადი მწვრთნელი:

სანდრო იაკობაშვილი) და 63 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლის მედალი“.
- აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

მარნეულის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, ჩემპიონატს ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორის მოადგილე ზაზა დავაძე.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები