2024 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ გათამაშების ფარგლებში მარნეულის
„ალგეთის“ საფეხბურთო გუნდმა მორიგი შეხვედრები გამართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მიერ გავრცელებული
ინფორმაციის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მორიგი
კალენდარული თამაშები 2007, 2009 და 2015 წლებში დაბადებულ
ფეხბურთელთა შორის გაიმართა.
სამივე ასაკობრივ კატეგორიაში მარნეულის „ალგეთის“ გუნდმა
მოწინააღმდეგე დაამარცხა. შეხვედრების შედეგი ასეთია:
2007წ
მარნეულის "ალგეთი"-თენგიზ სულაქველიძის აკადემია
ანგარიში 3:1
2015 წ
მარნეულის "ალგეთი"- სელერო "ყვითელი"
ანგარიში 7:5
2009
მარნეულის "ალგეთი"- მერანი "ბასა"
ანგარიში 7:1
„აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი წელს
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს გუნდების უპრეცედენტო რაოდენობით.
მარნეულის ალგეთი წარმოდგენილია ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში (2015,
2014,2011,2009,2007. )“ - აღნიშნულია მარნეულის
სპორტული სკოლის განცხადებაში
2024 წლის „ჩემპიონთა ლიგის“ გათამაშება ფეხბურთში აფხაზეთის
ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება.
რადიო „მარნეული“