საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის
მატჩს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, გასვლით შეხვედრაზე საქართველოს ნაკრებმა ალბანეთის
ნაკრები ანგარიშით - 1:0 დაამარცხა.
როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების
მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს. 6
ქულა
აქვს ჩეხეთის ნაკრებსაც, რომელიც საქართველოს ნაკრებს ალბანეთის
დამარცხების შემდეგ გაუთანაბრდა. 3-3 ქულა აქვს ალბანეთს და
უკრაინას.
ინფორმაციისთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის 14 ოქტომბერს,
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სადაც
საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენებაც
გაიმართება.