სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს თასის ვიცე ჩემპიონია
მარნეულელმა მშვილდოსანმა, სალომე ხარშილაძემ, საქართველოს თასის გათამაშებაზე ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, საქართველოს თასის II ეტაპი ახალგაზრდებს შორის, 6-9 ოქტომბერს გაიმართა.

„მიმდინარე წლის, 6-9 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, მშვილდოსნობის სასროლეთზე, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს თასის II ეტაპი გაიმართა ახალგაზრდებს შორის, სადაც წარმატებით იასპარეზა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის
მშვილდოსანმა გოგონამ, სალომე ხარშილაძემ, და ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა“
- აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

მარნეულის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი სიმონ ნოზაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი თამარ გურგენიძე, მშვილდონსობის ფედერაციისვიცე - პრეზიდენტი, და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი და შპს "სპორტმშენსერვისის" დირექტორი გერონტი ცინდელიანი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12