17 წლის სოფელ ქურთლიარის მკვიდრმა, რევან კოხაევმა, თბილისში
გამართულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. მან ბრძოლაში
კარგი შედეგი აჩვენა და მოწინააღმდეგეები დაამარცხა.
რევან კოხაევის თქმით, მან მრავალი ქვეყნის შეჯიბრებებში მიიღო
მონაწილეობა და გამარჯვებები მოიპოვა.
"მე 58 ბრძოლა მაქვს ჩატარებული. ამ ბრძოლებიდან 54-ში
გამარჯვება მოვიპოვე და პირველ ადგილზე გავედი. თუმცა 4-ჯერ
დავმარცხდი. 4-ჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. 3-ჯერაც თურქეთში
გავიმარჯვე", – განაცხადა კოხაევმა.
რევან კოხაევი მარნეულის რაიონის დიდ მუღანლოს სოფელში მოქმედი "ჯალილ
საფაროვის" სახელობის სპორტული კლუბის აღმზრდილია. მისი მთავარი
მწვრთნელი ნამიკ საფაროვია.
12-13 ოქტომბერს თბილისში კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
ტურნირში საქართველოს რეგიონებიდან, ასევე თურქეთიდან და ირანიდან
ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრი "გარაჯალარის"
სპორტული კლუბისა და საქართველოს ეროვნული ტაიბოქსინგისა და
კიკბოქსინგის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.