მარნეულელი მოკრივე, გიორგი ჟორჟოლიანი, 22 წლამდელთა ევროპის
ჩემპიონატში ასპარეზობს.
მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებით, ჟორჟოლიანმა ჩემპიონატის
პირველი ასპარეზობა მოგებით დაიწყო.
„71 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ღირსებას დაიცავს
გიორგი ჟორჟოლიანი, რომელმაც ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, ბელგიელი
მეტოქე 4-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა“. -
აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში
გიორგი ჟორჟოლიანი მომდევნო შეხვედრას დღეს, 16 ოქტომბერს,
გამართავს.
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 22 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 12
ოქტომბერს დაიწყო და 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
რადიო „მარნეული“