მარნეულელი ძიუდოისტების წარმატება - ორი ოქრო საქართველოს ჩემპიონატზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ინფორმაციით, მარნეულის ძიუდოისტებმა საქართველოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

"ქალაქ თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, გაიმართა საქართველოს სარეიტინგო ჩემპიონატი 2010-2011 წლებში დაბადებულ ძიუდოისტთა შორის, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ორი ოქროს მედალი მოიპოვეს".

38 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა

ბექა ჭკადუა (პირადი მწვრთნელი: გიგლა წიფიანი), ხოლო 66 კგ წონით კატეგორიაში ანდრო პაპუნაშვილი (პირადი მწვრთნელი: სანდრო იაკობაშვილი).

ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ მედლებით და დიპლომებით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები