მარნეულელი ძიუდოისტი კოტე კაპანაძე ევროპის ჩემპიონია
მარნეულელმა ძიუდოისტმა კოტე კაპანაძემ პოლონეთის ქალაქ პილაში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

მარნეულის სპორტული სკოლის მიერ
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოტე კაპანაძემ ფინალურ შეხვედრაში იტალიელი სპორტსმენი დაამარცხა და 81 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონი გახდა.

კოტე კაპანაძე მარნეულის სპორტული სკოლის ძიუდოისტია. მისი პირადი მწვრთნელი დავით ხერგიანია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12