მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სასკოლო
სპორტული ოლიმპიადის ჩატარებისათვსი
თასები, მედლები, სიგელები და სპორტული ინვენტარი გამარტივებული წესით
შეისყიდა.
გამარტივებული შესყიდვების მოხსენებით ბარათებში აღნიშნულია, რომ
მარნეულის სკოლებში სპორტული ოლიმპიადები 2024 წლის ბოლომდე
გაიმართება.
„საქართველოს მაშტაბით სასკოლო სპორტული ოლიმპიადა
დაწყებულია და დამთავრდება 2024 წლის ბოლოს, რესურსცენტრიდან
მოწოდებული ინფორმაციით ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 30-მა საჯარო სკოლამ
გამოთქვა სურვილი ჩართულიყო აღნიშნულ ღონისძიებაში“. -
აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის
მოხსენებით ბარათში
მოხსენებითი ბართის მიხედვით, მარნეულის მერიამ სასკოლო სპორტული
ოლიმპიადის ჩასატარებლად შემდეგი სახის ინვენტარი შეისყიდა:
1) სიგელი 240 ცალი
2) მედალი 234 ცალი (1, 2 და 3 ადგილი)
3) თასი 10 ცალი
4) ფეხბურთის ბურთი 3 ცალი
5) კალათბურთის ბურთი 2 ცალი
6) ფრენბურთს ბურთი 2 ცალი
7) მაგიდის ჩოგბურთის კომპლექტი 1 კომპლექტი (2 ჩოგანი და ბადე)
8) ფეხბურთის მსაჯის მომსახურეობა 1 (ადამიანი).
სიგელების, მედლებისა და თასების შესყიდვისათვის მარნეულის მერიამ
ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე კანან ალიევთან გააფორმა. 10 ცალ
თასში, 234 მედალსა და 240 სიგელში მერია კანან ალიევს 2 300 ლარს
გადაუხდის. რაც შეეხება სპორტულ ინვენტარს, 3 ცალი ფეხბურთის, 2 ცალი
კალათბურთის და 2 ცალი ფრენბურთის ბურთი და სამაგიდო ტენისის ჩოგანი
და ბადე მერიამ ინდივიდუალურ მეწარმე ელგუნ ხუდიევისგან შეისყიდა.
ხუდიევს ადგილობრივმა თვითმმართველობამ 375 ლარი გადაუხადა.
რადიო „მარნეული“