"ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება
transfermartkt.com-ზე 85 მლნ ევრომდე გაიზარდა.
აღნიშნული მაჩვენებლით 23 წლის სპორტსმენი ამ დროისთვის სერია A ს
მეორე
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მანამდე, 5 ივნისის შემდეგ
დღემდე, მისი ღირებულება 80 მლნ ევრო იყო.
პირველ ადგილზეა ინტერ მილანის ფეხბურთელი ლაუტარო მარტინესი, რომლის
სატრანსფერო ღირებულება 100 მლნ ევროს შეადგენს.