მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა სკოლამ შპს “პრაიმ თაიმთან”,
სპორტული სკოლის ამსახველი ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის
ხელშეკრულება გააფორმა.
სპორტულ სკოლასა და მედიაორგანიზაციას შორის გაფორმებული
ხელშეკრულების მიხედვით, “პრაიმ თაიმი” ვალდებულია თვეში 5-ჯერ,
გამოაქვეყნოს სპორტული სკოლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
მარნეულის სპორტულმა სკოლამ “პრაიმ თაიმთან” ხელშეკრულება
გამარტივებული წესით გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, “პრაიმ თაიმი”
ვალდებულია 11 თვის განმავლობაში გამოაქვეყნოს სპორტული სკოლის მიერ
მიწოდებული ინფორმაცია - დაგეგმილი
ღონისძიებების ანონსი,
განცხადებები და ა.შ.
მარნეულის სპორტული სკოლა მედიაორგანიზაციას 2 200 ლარს გადაუხდის.
ხელშეკრულების მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში 5 მასალის
განთავსების ღირებულება 200 ლარია.
რადიო “მარნეული”