ახალქალაქში ჩატარებულ კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში
მარნეულელმა სპორტმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
მარნეულის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, სპორტული სკოლის
სპორტსმენებმა 4 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
54 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გევორქ სარქისიანმა,
ხოლო მეორე ადგილი დავით შოლარიმ.
75 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ლაშა
ლიპარტელიანიმა.
42 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა არაზ
აშიროვმა.
35 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გიორგი ელოიანმა.
51 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა იქრათ ბაირამოვმა.
სპორტსმენების პირადი მწვრთნელები კახა ჭკადუა და ნიკოლოზ ჭკადუა
არიან.
რადიო „მარნეული“