მარნეულელი საბა ნოზაძე კარიერას საფრანგეთის რაგბის კლუბში გააგრძელებს
მარნეულელი მორაგბე, საბა ნოზაძე, კარიერას საფრანგეთში USON Nevers Rugby-ს კლუბში გააგრძელებს. ინფორმაცია რაგბის კლუბი “არმაზი” ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნოზაძე ითამაშებს საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატ PRO D2-ში.

“საბა ჩვენი კლუბის აღზრდილია, მან რაგბის თამაში მარნეულში დაიწყო და უკვე წარმატების დიდ გზაზე დგას.
"არმაზის" სახელით გამარჯვებებს ვუსურვებთ საბას , როგორც ქვეყნის ისე საკუთარი კლუბის სასახელოდ”.
- აღნიშნულია

რაგბის კლუბ “არმაზის” განცხადებაში

მარნეულის “არმაზის” განმარტებით, 18 წლის საბა ნოზაძემ ფრანგულ კლუბთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა და მომავალი სეზონიდან თამაშს საფრანგეთში გააგრძელებს.

რადიო “მარნეული”

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები