მარნეულელმა კოტე კაპანაძემ ძიუდოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მარნეულელი ძიუდოისტი, კოტე კაპანაძე ძიუდოს გრანდ სლემზე ბრინჯეოს მედალის მფლობელი გახდა.

დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე კაპანაძემ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ისაპარეზე.

მესამე ადგილისათვის კაპანაძე აზერბაიჯანელ სპორტსმენს, სულეიმან შუკუროვს შეხვდა და ის ვაზარით დაამარცა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირი კოტე კაპანაძის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

რადიო “მარნეული”

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები