მარნეულელმა მშვილდოსანმა სალომე ხარშილაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მარნეულელმა მშვილდოსანმა, სალომე ხარშილაძემ, თბილისში გამართულ საქართველოს მშვილდოსნობის ჩემპიონატზე იასპარეზა და საპრიზო ადგილი დაიკავა. მარნეულის სპორტული სკოლის ინფორმაციით, შეჯიბრი მშვილდოსნობის სასროლეთზე, 70 მეტრ დისტანციაზე ჩატარდა დიდებს შორის.

„მარნეულელმა სპორტსმენმა სალომე ხარშილაძემ (პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანი) წარმატებით იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა!
ჩემპიონატი საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა“.
- აღნიშნულია მარნეულის სპორტული

სკოლის განცხადებაში

სპორტული სკოლის განმარტებით, სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასის III ეტაპზე გაემგზავრა, რომელიც ანტალიაში 4-8 ივნისს გაიმართება.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები