ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, 31 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის
პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისათვის ლედ ეკრანის მომსახურება
გამარტივებული წესით შეისყიდა.
ბოლნისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული ხელშეკრულება
ინდივიდუალურ მეწარმე თამარ ელოშვილთან გააფორმა.
ბოლნისის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის
უფროსის, კობა ჟღენტის მიერ ბოლნისის მერის მოვალეობის
შემსრულებელისათვის, ჯუმბერ გობეჯიშვილისათვის მიწერილ მოხსენებით
ბარათში აღნიშნულია, რომ ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალის პირდაპირ
ეთერში ტრანსლირება საზოგადოების, კერძოდ
კი ახალგაზრდების მაღალი
ინტერესით იყო განპირობებული.
„მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 31 მაისს, საქართველოს დროით
23:00 საათზე იმართება ევროპის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, სადაც
ერთმანეთს ეთამაშებიან ,,პსჟ„ - ,,ინტერი“. მოგეხსენებათ, ,,პსჟ“-ს
გუნდში თმაშობს საქართველოს გამორჩეული ფეხბურთელი, ხვიჩა
კვარაცხელია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის თვალსაჩიონო და
სამაგალითო წარმომადგენელია. ხვიჩა კვარაცხელიას ღვაწლი ფეხფურთში,
განსაკუთრებით კი ქართულ ფეხბურთში და მის პოპულარიზაციაში
განუზომელია, სწორედ ამიტომ ის სარგებლობს დიდი პოპულარობით ქართველ
გულშემატკივრებში. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში არის აღნიშნული
თამაშის ღია სივრცეში ტრანსლირების მაღალი ინერესი და
მოთხოვნა“. - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის
მოხსნებით ბარათში
ბოლნისი მერიამ ლედ ეკრანით მომსახურებაში 5 470 ლარი გადაიხადა.
ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩემპიონთა
ლიგის ფინალის ტრანსლაცია 31 მაისს, 23:00 საათზე, ბოლნისის კულტურისა
და დასვენების პარკის მინი სტადიონზე გაიმართა, სადაც დასწრება
თავისუფალი იყო.
რადიო „მარნეული“