ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია
28 ივნისს ლას ვეგასში გამართულ UFC 317-ზე ილია თოფურიამ ბრაზილიელი მებრძოლი, ჩარლზ ოლივეირა, პირველ რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და გახდა UFC-ის მსუბუქ წონაში (70 კგ) ჩემპიონი.

28 წლის ქართველი მებრძოლი, ქვემსუბუქი წონის (65კგ) შემდეგ, უკვე მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია.

შერეულ ორთაბრძოლებში ილია თოფურიას ამ დროისთვის

17-დან 17 მოგება აქვს.

„ეს იყო ჩემი ოცნება და მე ეს რეალობად ვაქციე. საქართველო, ეს შენთვისაა!“ — განაცხადა თოფურიამ ბრძოლის დასრულების შემდეგ, როდესაც ოქტაგონის ცენტრში ქვეყნის დროშა მოიფარა.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები