ლივერპულის და პორტუგალიის ნაკრების 28 წლის ფეხბურთელი, დიოგუ ჟოტა
ავტოავარიაში დაიღუპა.
ფეხბურთელთან ერთად ავარიას მისი ძმაც ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში, ქალაქ სამორასთან მოხდა, სადაც
ფეხბურთელი დასასვენებლად იმყოფებოდა.
ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის განცხადებით, Lamborghini-ს მარკის
ავტომობილს,
სავარაუდოდ, გადასწრების დროს საბურავი გაუსკდა და გზიდან
გადავიდა. შემდეგ კი მანქანას ცეცხლი მოედო.
"დაღუპულია ავტომობილში მყოფი ორი ადამიანი, ფეხბურთელი და მისი ძმა,
ანდრე სილვა". - წერია განცხადებაში.