მარნეულელმა ტაეკვანდოისტებმა იმერეთის ღია ჩემპიონატზე 9 მედალი მოიპოვეს
მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებით, მარნეულელმა ტაეკვანდოისტებმა იმერეთის ღია ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. სპორტული სკოლის გნცხადების მიხედვით, მარნეულელმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

„წყალტუბოში გამართულ იმერეთის ღია ჩემპიონატზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ტაეკვონდოისტებმა წარმატებით იასპარეზეს და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჯამში 9 მედალი მოიპოვეს“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

ჩემპიონატზე იასპარეზეს და წარმატება მოიპოვეს

შემდეგმა სპორტსმენებმა:
55 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი-ელდანიზ ნოვრუზოვი
52 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- ლინა შავაძე
52 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- ქეთევან ძირკვაძე

სპორტსმენების პირადი მწვრთნელი: ზაზა უმფრიანი
48 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი- გიორგი ხვედელიძე
25 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- დავით ამრაზაშვილი
48 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- ოთარ ბოლქვაძე

სპორტსმენების პირადი მწვრთნელი: გიგა გავაშელიშვილი
30 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი- აიდან ნაჯაბოვა
44 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი- ჯანსერ ოსმანოვი
29 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი-იბრაგიმ იბრაგიმოვი

სპორტსმენების პირადი მწვრთნელი: სამირ ბედიევი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები