მარნეულელმა მკლავჭიდელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
მარნეულის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, მარნეულელმა ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა ბულგარეთის ქალაქ ალბენაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

„დემეტრე მუმლაძემ 15 წლამდე ასაკში, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, მარჯვენა ხელით მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა!
ლუკა მაისურაძემ 15 წლამდე ასაკში, 45 კგ წონით კატეგორიაში, მარცხენა ხელით, მსოფლიო ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა“
! - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

სპორტსმენების პირადი მწვრთნელი

მამუკა ბოჭოიძეა.

სპორტსკოლის განცხადების მიხედვით, გარდა ახალგაზრდებისა, 15 სექტემბერს, ვეტერანებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, 110 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მკლავჭიდის მწვრთნელი, შერმადინ ბოჭოიძე, ხოლო 20 სექტემბერს, 100 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე, მარნეულელი მკლავჭიდელი თამაზ ბოჭოიძე იასპარეზებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები