პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც
მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის
მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის
ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში.
ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18
თვის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურის სრული
რეაბილიტაცია 13.4 მლნ ლარი დაჯდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,
მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე
სახალხო დამცველის კონსილიუმის ექიმი, ნევროლოგი თენგიზ წულაძე
გამოიკითხა.