პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული
საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ბიუჯეტის გაზრდაზე ამბობს, რომ
„გარკვეული საჭიროებების” გამო აუცილებელი გახდა დაფინანსებისთვის 5
მლნ ლარის დამატება.
პროკურატურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება
წარედგინა - ბრალდებულები დანაშაულში ჩათულ სხვა პირებთან ერთად
ევროპული სახელმწიფოების ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოს
მოქალაქეებზე ასაღებდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლების მიერ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან
კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია საქართველოს საბაჟო
საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების
დარღვევით გადმოტანის ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულ იქნა ორი პირი.
საქართველოში სამედიცინო და გამაჯანსაღებელი მიზნით შემოსული
ტურისტების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ
2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა, პანდემიამდელ
მაჩვენებელს, თითქმის 5-ჯერ ჩამორჩება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოკუპირებულ
რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და
ფაქტი კანონდარღვევად მიიჩნია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ
ხახულაშვილი აცხადებს, რომ მის სამაჟორიტარო ოლქში შემავალ
ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოებს დაასუფთავებს.