რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი, ოქტომბერ-იანვრის
პერიოდის მსგავსად, თებერვალშიც ნულოვანი დარჩება. ფედერაციის სოფლის
მეურნეობის სამინისტროს განცხადებას „აგროინვესტორი“ ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ
სიუჟეტს განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბექა ყორშიას მიერ
მომზადებული სიუჟეტი „მერიის დისკრედიტაციის მორიგი პროვოკაციული
მცდელობაა“.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან
გათავისუფლების თაობაზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე გამოკითხეს
ცენტრ ემპათიის დასკვნის თანაავტორი, ექიმი ენდოკრინოლოგი ლალი
ჯავაშვილი.
საქართველოს მასშტაბით იგეგმება 330 ახალი საბავშვო ბაღის აშენება და
555 არსებული ბაღის რეაბილიტაცია. ამის შესახებ განცხადებას
საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის
გამარჯვების შემდეგ პარტიის წევრებმა, რომლებიც შიდაპარტიულ
არჩევნებში მხარდაჭერას ნიკა მელიას უცხადებდნენ, პარტიული
თანამდებობები დატოვეს.
ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტომ 20 სათამაშო ლაბორატორიულად
შეამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 6 მათგანი დადასტურებულ
საფრთხეს შეიცავს. სააგენტომ ამ სათამაშოების ბაზრიდან ამოღების
დადგენილება გამოსცა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31
დეკემბრამდე საქართველოში რუსულ და ბელარუსულ მხარეთა მონაწილეობით
ჯამში 20 371 ბიზნესი დარეგისტრირდა.