რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ არის მზად
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამშვიდობო შეთანხმების
ხელმოსაწერად. მან ზელენსკის კვლავ უწოდა „არალეგიტიმური“ და
მიანიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების კანონიერ ორგანოდ ვერხოვნა რადა
მიაჩნია.