მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული
სტუდენტებისთვის მგზავრობის 50 ლარით დაფინანსებისთვის საბუთების
მიღება 20 მარტამდე გაგრძელდება.
პროგრამით სარგებლობა მხოლოდ გარკვეული სამიზნე ჯგუფის
წარმომადგენლებს შეეძლებათ. მერიის დაფინანსებით ვერ ისარგებლებენ
,,4+1 პროგრამის“ ფარგლებში მოსამზადებელი კურსის მსმენელი და პირველი
სასწავლო კურსის, პირველი სემესტრის სტუდენტი.
მგზავრობის ხარჯებით დახმარება გაეწევა:
- სოციალურად დაუცველ სტუდენტს (არაუმეტეს 30 000
სარეიტინგო ქულის მქონე);
- სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტს;
- მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს (არანაკლებ
91 ქულიანი შეფასება ყველა საგანში);
- პედაგოგიკის სპეციალობების სფეროში (არანაკლებ A,B,C –
აკადემიური ქულების მქონე):
- დაწყებითი სკოლის პედაგოგიკის ფაკულტეტის
სტუდენტს;
- ქართული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტის
სტუდენტს;
- ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტს;
- ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტს;
- ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
- ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტს;
- მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტს;
- იძულებით გადაადგილებული სტატუსის მქონე
სტუდენტს;
- მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტს (არანაკლებ 3
არასრულწოვანი 18 წლამდე შვილი);
- სტუდენტს, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3
სტუდენტია;
- ვეტერანის შვილ სტუდენტს;
- უდედმამო სტუდენტს.
დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. დაფინანსების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის
მითითებით;
დ) სსიპ – სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული
საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 1 წლის მონაცემებით) რეგისტრაციის
ადგილის შესახებ;
ე) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ
მისამართზე უკანასკნელი 1 წლის პერიოდში ცხოვრების ფაქტის
დადასტურების შესახებ;
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
2. სტუდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს:
ა) სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა (არაუმეტეს 30 000 სარეინტიგო
ქულის მქონე):
ა.ა) ამონაწერი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან,
სარეინტიგო ქულების მითითებით.
ბ) სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტმა:
ბ.ა) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა (არანაკლებ 91
ქულიანი შეფასება ყველა საგანში):
გ.ა) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან აკადემიური მოსწრებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში
გავლილი საგნების შესახებ.
დ) პედაგოგიკის სტუდენტმა:
დ.ა) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან
A,B,C - აკადემიური ქულებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში გავლილი
საგნების შესახებ.
ე) იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა:
ე.ა) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტმა (არანაკლებ 3 არასრუწლობანი 18
წლამდე შვილი):
ვ.ა) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობისა და
ბავშვების მშობელთან/მშობლებთან ერთად ცხოვრების ფაქტის დადასტურების
შესახებ;
ვ.ბ) მშობლის/მშობლების პირადობ(ებ)ის მოწმობის ასლ(ებ)ი;
ვ.გ) დედმამიშვილების დაბადების მოწმობების ასლები;
ზ) სტუდენტმა, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია:
ზ.ა) დედმაშვილების შესახებ, სსიპ – სერვისების განვითარების
სააგენტოს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის ადგილის
შესახებ;
ზ.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის
შესახებ;
ზ.გ) მშობლის/მშობლების პირადობ(ებ)ის მოწმობის ასლ(ებ)ი;
ზ.დ) დედმამიშვილების დაბადების და საქართველოს პირადობის მოწმობების
ასლები;
ზ.ე) დედმამიშვილების აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობები
(დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, სასწავლო კურსისა
და სემესტრის მითითებით;
თ) ვეტერანის შვილმა (სტუდენტმა):
თ.ა) მშობლის საქართველოს პირადობის მოწმობის ასლი;
თ.ბ) მშობლის ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი;
თ.გ) დაბადების მოწმობის ასლი;
ი) უდედმამო სტუდენტმა:
ი.ა) მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;
ი.ბ) დაბადების მოწმობის ასლი.
3. პროგრამით მოსარგებლე სტუდენტმა, ყოველი სემესტრის დამთავრების
შემდგომ უნდა წარმოადგინოს:
ა) სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა (არაუმეტეს 30 000 სარეინტიგო
ქულის მქონე):
ა.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის
მითითებით;
ა.ბ) ამონაწერი სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოდან,
სარეინტიგო ქულების მითითებით;
ა.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ
მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის
დადასტურების შესახებ.
ბ) სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტმა:
ბ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, აქტიური
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის
მითითებით;
ბ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ
მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის
დადასტურების შესახებ.
გ) მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტმა (არანაკლებ 91
ქულიანი შეფასება ყველა საგანში):
გ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის
მითითებით;
გ.ბ) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებიდან აკადემიური მოსწრებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში
გავლილი საგნების შესახებ.
გ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ
მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის
დადასტურების შესახებ.
დ) პედაგოგიკის სტუდენტმა:
დ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის
მითითებით;
დ.ბ) ცნობა/წერილი (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან
A,B,C - აკადემიური ქულებისა (წინა სემესტრის) და სემესტრში გავლილი
საგნების შესახებ.
დ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ
მისამართზე უკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის
დადასტურების შესახებ.
ე) იძულებით გადაადგილებულმა სტუდენტმა:
ე.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის
მითითებით;
ე.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ
მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის
დადასტურების შესახებ.
ვ) მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტმა (არანაკლებ 3 არასრუწლოვანი 18
შვილი);
ვ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის
მითითებით;
ვ.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ
მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის
დადასტურების შესახებ.
ზ) სტუდენტმა, რომლის ოჯახშიც არანაკლებ 3 სტუდენტია;
ზ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის
მითითებით;
ზ.ბ) დედმამიშვილების აქტიური სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობები
(დედნები) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან, სასწავლო კურსისა
და სემესტრის მითითებით;
ზ.გ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ
მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის
დადასტურების შესახებ.
თ) ვეტერანის შვილმა (სტუდენტმა):
თ.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის
მითითებით;
თ.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ
მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის
დადასტურების შესახებ.
ი) უდედმამო სტუდენტმა:
ი.ა) ცნობა (დედანი) აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლიდან აქტიური
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო კურსისა და სემესტრის
მითითებით;
ი.ბ) მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის
წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის საცხოვრებელ
მისამართზე უაკანასკნელი 5 თვის პერიოდში ცხოვრების ფაქტის
დადასტურების შესახებ.
დაინტარესებულმა პირებმა განცხადება, დადგენილებით გათვალისწინებულ
დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარადგინონ მარნეულის მუნიციპალიტეტის
მერიის კანცელარიაში ან გააგზავნონ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ მეილზე
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
-ზე მიმდინარე წლის 20
მარტამდე.