შვედეთის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ეთნიკურად აზერბაიჯანელი რომინა პუხმოხტარი გახდა
შვედეთის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ეთნიკურად აზერბიჯანელი რომინა პუხმოხტარი გახდა

შვედეთს გარემოს დაცვის ახალი მინისტრი ყავს. 26 წლის რომინა პუხმოხტარი კლიმატის მინისტრად დაინიშნა და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრის პოსტის მფლობელი გახდა.

რომინა 1995 წელს სტოკჰოლმში დაიბადა. მას უპსალას უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. 2019 წლიდან ლიბერალური პარტიის თანათავმჯდომარე გახ
და. 2022 წელს შვედეთში საპარლამენტო არჩევნებში სტოკჰოლმის ოლქიდან იყრიდა კენჭს და არჩევნებში მოიგო.

მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურა პრემიერ მინისტრმა ულფ ქრისტენსონმა წარადგინა.



პუხმოხტარი წარმოშობით სამხრეთ აზერბაიჯანიდანაა. მისი მამა იბრაჰიმ პუხმოხტარი ემიგრაციაში შვედეთში გადმოვიდა, რადგან მას თაბრიზში, ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში დევნიდნენ და ზეწოლას ახორციელებდნენ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.
იბრაჰიმ პუხმოხტარი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.


შვედეთში 24 მინისტრია მათ შორის 11 ქალი მინისტრი. რომანია კი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდა.

რომინა პუხმოხტარმა ირანში პოლიციის თანამშრომლების მიერ 22 წლის მაჰშა ამის მკვლელობა გააპროტესტა და მხარი დაუჭირა ამ ქვეყანაში ჩატარებულ საპროტესტო აქციებს. ახალგაზრდა პოლიტიკოსმა გამოსვლებში ირანის მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა.



ახალგაზრდა მინისტრი ყოველთვის მხარს უჭერს ფემინისტურ მოძრაობებს და ამის შესახებ არაერთხელ ღიად საუბრობდა მედიაში.

ამასთან, ახალგაზრდა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის მნიშვნელობაზე.



უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთის 10 მილიონი ადამიანის დაახლოებით 20% საზღვარგარეთ არის დაბადებული. ბევრი მათგანი ლტოლვილია ომის შედეგად განადგურებული ქვეყნებიდან, მათ შორის სირიიდან, ერაყიდან, ავღანეთიდან და სომალიდან.

რომინა პუხმოხტარი მშვენივრად საუბრობს სპარსულად, შედარებით ცუდად აზერბაიჯანულად.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123