ჯო ბაიდენი - თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს?
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სკეპტიციზმი გამოხატა ვლადიმერ პუტინის სიტყვების მიმართ, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“,
– განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით არ იმუქრება და მან მხოლოდ დასავლელი ლიდერების ბირთვულ „შანტაჟს“ უპასუხა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები