აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა აზრები გაცვალეს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე.

ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ და ჯეიჰუნ ბაირაოვმა მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაზე თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის კოორდინაციის საკითხები განიხილეს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები