დღეს და ხვალ ბუქარესტში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა
მინისტრების შეხვედრა გაიმართება.
ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით,
შეხვედრაზე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის,
ისევე როგორც რუსეთის ზეწოლის წინაშე მდგარი სხვა პარტნიორების -
ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მხარდაჭერის
გზებს.
„აქ, ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ
გზებს, რათა გაძლიერდეს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის, ისევე როგორც სხვა
პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის წინაშე დგანან -
ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა“, - აღნიშნა
სტოლტენბერგმა.
შეხვედრაზე მიწვეულები არიან პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის
საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრები.