როგორ იყენებენ ცეფტრიაქსონს სასუნთქი გზების ინფექციების დროს
რეკლამა
ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გადაგვიტანია სასუნთქი გზის ინფექციური დაავადებები. დღესდღეობით, მათ წინააღმდეგ მრავალი მედიკამენტური საშუალება არსებობს, რომლებიც უმალვე უმკლავდებიან სხვადასხვა ინფექციურ პრობლემებს. სწორედ, ერთ-ერთ ეფექტიან ანტიბიოტიკს წარმოადგენს ცეფტრიაქსონი (Ceftriaxone), რომელიც ცეფალოსპორინების მესამე თაობის ჯგუფს მიეკუთვნება.

იგი საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ, პრეპარატი პირდაპირ მოქმედებს და ზღუდავს ბაქტერიული უჯრედების კედლის სინთეზს და საბოლოოდ, ანადგურებს მათ.

მოდით, ერთად გავერკვეთ სასუნთქი გზების ინფექციებისას ანტიბიოტიკის შესაძლებლობებსა და მის დადებით თვისებებში.

როდის და როგორ მოქმედებს ცეფტრიაქსონი?

როგორც წესი, ცეფტრიაქსონი გამოიყენება პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური და ანთებითი დაავადებების დროს. მათ შორის სასუნთქი

გზების ინფექციების დროს, როგორიცაა

● პნევმონია;
● ბრონქიტი;
● ფილტვების აბსცესი;
● პლევრის ემპიემა.

შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები

● პიელიტი;
● ცისტიტი;
● მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი;
● პროსტატიტი;
● გართულებული გონორეა.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

● რბილი შანკრი;
● სიფილისი;

ჭრილობის ინფექციები

● კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციური დაავადებები;

გარდა ამისა, პრეპარატი მოქმედებს შემდეგ პრობლემებზე:

● მენინგიტი;
● ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
● პერიტონიტი, ნაღვლის ბუშტის ანთება;
● კუჭ-ნაწლავის ინფექციები;
● ინფექციური დაავადებები;
● ლაიმის დაავადება (სპიროქეტოზი);
● ტიფოზური ციებ-ცხელება;
● სალმონელოზი.

რაც შეეხება ცეფრიაქსონის მოქმედების მექანიზმს, პრეპარატი ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზს აფერხებს, იწვევს მათი ზრდის შეჩერებას და სიკვდილს. ძირითადად, ეს მექანიზმი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი, რომელთა რიგებსაც მიეკუთვნება ცეფტრიაქსონი.

ცეფტრიაქსონი ეფექტიანად უმკლავდება გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებს. იგი ბლოკავს ცილებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პეპტიდოგლიკანის ჯაჭვების ჯვარედინი კავშირების შექმნაზე. როგორც წესი, პეპტიდოგლიკანის ჯვარედინი კავშირების გარეშე, ბაქტერიის უჯრედის კედელი ხდება მყიფე და ვერ უძლებს ოსმოსურ წნევას.

შედეგად, ბაქტერიული უჯრედი ვერ უძლებს გარემოს მიერ წარმოქმნილ წნევის ცვლილებებს და იგი საბოლოოდ ნადგურდება.

როგორია პრეპარატის შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ძირითადად, გვერდითი ეფექტის გამოვლენა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარებასა და მის ასაკზეა დამოკიდებული, თუმცა, აქვე გიზიარებთ პრეპარატის შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც პაციენტს ცეფტრიაქსონის მიღების დროს შეიძლება გამოუვლინდეს:

● დიარეა;
● გულისრევა;
● ღებინება;
● სტომატიტი;
● გლოსიტი;
● ეოზინოფილია;
● ლეიკოპენია;
● გრანულოციტოპენია;
● ანემია;
● თრომბოციტოპენია;
● გამონაყარი კანზე;
● ალერგიული რეაქციები.

იშვიათ შემთხვევაში ცეფრიაქსონი იწვევს :

● თავის ტკივილს;
● თავბრუხვევას;
● ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატებას;
● პლაზმაში კრეატინინის დონის გაზრდას;
● ტემპერატურის მომატებას;
● შემცივნებას;
● ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარებას.

როგორი დოზირებით მიიღება ცეფტრიაქსონი — მისი გამოყენების წესი

პრეპარატის დოზირება რეკომენდებულია განისაზღვროს ექიმის მიერ, ქვემოთ გიზიარებთ დოზირების პრინციპებს:
მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ბავშვების შემთხვევაში

● სტანდარტული დოზა არის 1-2 გ/დღე.
● მძიმე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 გ/დღემდე.

14 დღემდე ახალშობილებში
● დოზა: 20-50 მგ/კგ/დღე.
● მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ-ს.

ბავშვები (15 დღიდან 12 წლამდე)
● დოზა: 20-80 მგ/კგ/დღე.
● 50 მგ/კგ-ს ზემოთ დოზის ვენაში შეყვანისას აუცილებელია წვეთოვანი მეთოდის გამოყენება.

ჩვეულებრივ, მკურნალობის ხანგრძლივობა მოიცავს 4-14 დღეს, თუმცა სიმპტომების გაქრობის შემდეგ საჭიროა კიდევ 2-3 დღით მკურნალობის გაგრძელება .მძიმე ინფექციების შემთხვევაში შესაძლებელია უფრო ხანგრძლივი თერაპიის კურსის ჩატარება.
რაც შეეხება ცეფტრიქსონი გამოყენების წესს, იგი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში ე.წ ნაკადური ან წვეთოვანი გზით.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ ყველა სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ სხვა სახის გართულებები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები