რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ
რუსულ სატარიფო კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოსა და
აზერბაიჯანს მიმართა საგანგებო სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების
თხოვნით.
„ასოშიეტიდ პრესის“ ინფორმაციით, რუსეთის სასამართლომ ექვს-ნახევარი
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რადიო თავისუფლების
თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ, ალსუ კურმაშევას, რომელიც
დამნაჩავედ ცნეს რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს
სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სამი, – ამის
შესახებ რუსული სამთავრობო მედია TASS გაგრის რაიონის პროკურორზე
დაყრდნობით წერს.