მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში მცხოვრები დალაქიშვილების
ოჯახი, რომელსაც საკუთარი პურის საცხობი აქვს, ორი დღის განმავლობაში
პურს უფასოდ გასცემს.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით მარნეულსა და
ბოლნისში დროებით ჩერდება ყველა სახის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა
სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფისა.