საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის თქმით,
„სამწუხაროდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების
პროცესი ამჟამად გაჩერებულია“. ამის შესახებ მან
ჟურნალისტებთან განაცხადა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით,
ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა
ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის თქმით,
აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს
ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია გააგრძელოს. პატელის
თქმით, ეს ასეც მოხდება.