ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი)
საინფორმაციო-სასწავლო პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“
მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის
თქმით, „სოხუმი-თბილისი-ცხინვალის „სამკუთხედში“ ნორმალიზაციის
წინაპირობები გაჩნდება მას შემდეგ, რაც საქართველო არსებულ რეალობას
მიიღებს და მზად იქნება, რესპუბლიკებთან ურთიერთობები ააშენოს
თანასწორობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით“.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივნისამდე, საქართველოში
მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში
ევროკომისიის გენერალური დირექტორატი საქართველოს მიმართ ევროკავშირის
ფინანსურ მხარდაჭერაზე ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, დღეს
საქართველოში ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-სა და საქართველოს
ურთიერთობების შესახებ და ნარატივი, რომ აშშ არის ე.წ. „გლობალური
ომის პარტია“, რომელიც საქართველოში რევოლუციის წახალისებას ცდილობს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს საკუთარ
შეთავაზებას რეფერენდუმთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მისი მიზანი
კონსტიტუციის გამეორება არაა.
"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინა ივანიშვილს,
რომელმაც, არაერთ საქვეყნო საქმესთან ერთად, ჩვენი კულტურული
საგანძური ამ უმნიშვნელოვანესი ხელნაწერითაც გაამდიდრა"
- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პატრიარქ ილია
II-ის წერილს ავრცელებს იოანე ზოსიმეს უძველესი პალიმფსესტის
საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
გერმანიის მარშალის ფონდის ექსპერტი პოლონეთში, მიხალ ბარანოვსკი
სახელმწიფო დეპარტამენტის ვაშინგტონის საგარეო პრესცენტრის მიერ
გამოქვეყნებულ ინტერვიუში მოახლოებულ NATO-ს სამიტსა და საქართველოზე
საუბრობს.