პროკურატურის განცხადებით, უწყებამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული
გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით
სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2
მოქალაქის მიმართ დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება
წარედგინა - ბრალდებულები დანაშაულში ჩათულ სხვა პირებთან ერთად
ევროპული სახელმწიფოების ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოს
მოქალაქეებზე ასაღებდნენ.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
კაცს, რომელმაც ცოლი მოკლა. შემთხვევა 2023 წლის 26 სექტემბერს
ბოლნისში მოხდა. კაცი სამართალდამცველებმა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ,
30 სექტემბერს დააკავეს.