თეგები : საჯარო განხილვა
სტატიები
2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოში შენიშვნები ჯერ არ შეუტანიათ
2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოში შენიშვნები ჯერ არ შეუტანიათ
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოში არცერთი შენიშვნა არ შესულა.
სრულად
2023 թվականի բյուջեի նախագծի վերաբերյալ մեկնաբանություններ դեռևս չեն ներկայացվել քաղաքապետարան
2023 թվականի բյուջեի նախագծի վերաբերյալ մեկնաբանություններ դեռևս չեն ներկայացվել քաղաքապետարան
Սակրեբուլոյում Մառնեուլիի քաղաքապետարանի 2023 թվականի բյուջեի նախագծի վերաբերյալ մեկնաբանություններ չեն եղել։
სრულად
ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოსახლეობის გარეშე - არასამთავრობო სექტორი პროტესტს აცხადებს
ბიუჯეტის საჯარო განხილვა მოსახლეობის გარეშე - არასამთავრობო სექტორი პროტესტს აცხადებს


მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დღეს, 27 ნოემბერს გაიმართა. საჯარო განხილვას, ჟურნალისტებისა და ოპერატორების გარდა, მხოლოდ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო განხილვის ჩატარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 26 ნოემბერს გამოქვეყნდა. საიტზე აღნშნული განცხადება მხოლოდ 32-მა ადამიანმა ნახა.

როგრც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე ამბობს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა აქტიური არაა.

„ჩვენ გვაქვს ჩართულობის პრობლემა. ეს პრობლემა დგას ყველგან და განსაკუთრებულად დგას მარნეულშიც. მოსახლეობა არააა წარმოდგენილი. უკვე 19 ნოემბრიდან საკმაო დროა გასული და 1 შენიშვნა არაა ვებგვერდზე.“ - გვეუნება ნინო ბერიძე

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტი საჯარო განხილვისათვის 19 ნოემბერს ვებგვერდზეც გამოაქვეყნა, სადაც შენიშვნების მიეღბას წერილობითი სახით, საკრებულოში და მუნიციპალიტეტის ოფიციალურ მეილზე, ითხოვდნენ.

მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარეს, ოლგა ენდელაძეს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღების სურვილი ჰქონდა, მაგრამ საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ მხოლოდ დღეს გაიგო.

„ინფორმაცია საჯარო განხილვის შესახებ გამოქვეყნებული იყო წინა სამუშაო დრის მეორე ნახევარში, რომელიც ვერ გავრცელდა და ვერ მივიღეთ. ჩვენ არანაირი დასწების შესაძლებლობა არ გვქონდა. ჩვენი ორგანიზაციები დაინტერესებულები ვერთ და ვმუშაობთ ამ თემაზე, რომ განვიხილოთ ზოგადად, ან სხვა რაიმე ხერხით, უბრალოდ ამ ინფორმაციის მღება ასეთ ფორმატში და ასეთ დროს შეუძძლებელია, რის გამოც საჯარო განხილვებზე დასწრებაც ნამდვილად შშეუძძლებელია.“ - ამბობს ოლგა ენდელაძე

ენდელაძე საჯარო განხილვის ასეთი სახით ჩატარებას აპროტესტებს. ამბობს, რომ ინფორმაცია სათანადოდ უნდა იყოს გავრცელებული, რათა მოსახლეობას საჯარო განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდა.

ოლგა ენდელაძე ამბობს, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვები ფორმალურად ტარდება.

მარნეულის მოსახლეობის ნაწილს იმის შესახებაც კი არ აქვს ინფორმაცია, რომ ბიუჯეტის საჯარო განხილვები არსებობს.

" - ჩვენ არანაირი იფნრომაცია არ გვაქვს, უბრალოდ სოფლის ხალხი ვართ.
- ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება რომ შეგიძლიათ არ იცოდით?
- არა არაფერი ვიცით. თუ ასეთი რამ ხდება მერიაში ეს ამბავი ჩვენამდე მხოლოდ ახლა მოვიდა.“
- ამბობს კაჩაგანში მცხოვრები კაცი

„საერთოდ ვინ გვეკითხება ჩვენ ბიუჯეტს? პირველად მესმის ეგ საკითხი“ - ამბობს მარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი უსახელო დასახლების მკვიდრი

„კაციშვილი არ დაგვინახავს აქ, არც მოსული და არც არაფერი. დაინტერესებულებიც არ არიან ამ სოფილის ცხოვრებით“ - გვეუბნება უსახელო დასახლების მკვიდრი ქალი

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ იურისტი, არჩილ თოდუა ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ადგილობრი თვითმმართველობის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოქალაქეების ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მარალი.

„მოქალაქეს აქვს უფლება ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის, ბიუჯეტის განხილვის პროცესში და შესთავაზოს მრიას და საკრებულოს როგორც წერილობითი ასევე ზეპირი შენიშვნები.“ - ამბობს არჩილ თოდუა

საჯარო განხილვას 17 ადამიანი ესწრებოდა. მათგან 3 ჟურნალისტი, 2 ოპერატორი და 12 ადგილობრივი თვითმმართველობის წევრი იყო.

რადიო „მანრეული“

სრულად
Büdcənin sakinlər olmadan ictimai müzakirəsi - QHT sektoru etiraz edir
Büdcənin sakinlər olmadan ictimai müzakirəsi - QHT sektoru etiraz edir

Marneuli bələdiyyəsinin 2019-cu il büdcəsinin ictimai müzakirəsi bu gün, 27 noyabrda baş tutub. İctimai müzakirədə jurnalist və operatorlardan başqa yalnı meriya və bələdiyyə məclisi nümayəndələri iştirak edirdilər.

სრულად