აჰმედ იმამყულიევმა  რუსლან ჰაჯიევი ზელენსკის მისამართით დაწერილი განცხადებია გამო გააკრიტიკა

„ევროპული საქართველოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე,  ახმედ იმამყულიევი , პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, რუსლან ჰაჯიევს სოციალურ ქსელში გამოხატული პოზიციის გამო  აკრიტიკებს.

რუსლან ჰაჯიევმა ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა პოსტი "ზელენსკი: რუსული ჯარი თუ უკან დაიხევს, შეგვიძლია ნატოზე უარი ვთქვათ“. მაშინ  რაში გვჭირდებოდა ეს სისხლი და ომი?!“ - აღნიშნული პოსტი იმამყულიევმა საკუთარ გვერდზე გააზიარა რის შემდეგაც რუსლან ჰაჯიევი და ახმედ იმამყულიევი წაკამათდნენ და ერთმანეთს აქტიურად უწერდნენ კომენტარებს.

იმამყულიევი ამბობს, რომ მსგავსი პოსტები უკრაინის ლიდერის მისამართით ჰაჯევმა არაერთხელ გააზიარა. ფიქრობს, რომ პოსტი "შეკვეთილია" და ის ადამიანებამდე გარკვეული მესიჯების მიტანას გულისხმობს.

„მე მხოლოდ ჩემი აზრი დავწერე. დღეს ყველა ვხედავთ მსოფლიო პოლიტიკაში რაც ხდება. საქართველოშიც ქართული ოცნება და მისი ახლო ადამიანები, პარტნიორები, ლიდერები, მათ მიერ დასაქმებული ადამიანების თავისუფალი მსოფლიოს წინააღმდეგ თავიანთ მესიჯებს აგზავნიან. მე ვკითხულობ, დღეს სამწუხაროდ უკრაინაში თავისუაფლი მსოფლიოსთან იმპერიალიზმის კონფლიქტი მიმდინარეობს. ქართულ მედიაში ქართულენოვანი ლიდერები, მათ შორის რუსლან ჰაჯიევი,  იგივე მესიჯებს უგზავნის ხალხს.
ცდილობენ ადგილი დაიმკვიდრონ ადამიანების გონებაში. მე ამის წინააღმდეგი ვარ. რუსლან ჰაჯიევმა ამისწინათაც გაავრცელა პოსტი. მაშინ იმდენად არ მივაქციე ყურადღება და ვამბობდი, ალბათ, ემოციურ ფონზე დაწერათქო. მაგრამ მერე დავინახე რომ  აქტიურად ცდილობს ხალხს  მესიჯები გაუგზავნოს, რომ აი ზელენსკი ამბობს თუ რუსეთი დაგვიტოვებს,  ჩვენს მიწებს,  ნატოზე უარს ვიტყვით - აქ საკითხი ზელენსკიზე არაა. ამბობს,  რომ ამდენი სისხლის ღვრა რისთვისაა საჭირო?! - ეს რას ნიშნავს?! ვითომ ზელენსკის უწერს ამ ყველაფერს რომ ასე თუ იქცეოდი , ნატოსგან თუ წახვიდოდი, რატომ დაღვარე სისხლი?! ზელესკიმ დაღვარა სისხლი?“ საკითხი ესაა. ესაა რასაც  ჩვენ ვერ ვიყოფთ ერთმანეთში. ჩემი ხედვაა ასეთი. უბრალოდ , მე რომ გავაკრიტიკე ეს არ მოეწონა რუსლან ჰაჯიევს."
„ქართული ოცენიბის“ მიერ მიღებული შეკვეთა ესაა რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს მესიჯი გაუგზავნონ. ქართულენოვან ლიდერებს ალბათ უკვირდებით. ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ რუსეთს არ ვაღიზიანებთ, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ თავს დაგვესხან. აი ხედავთ, უკრაინაში ნატო, ამერიკა ან ევროპამ ისინი ხელცარიელი დატოვეს. ასე ავრცელებენ დასავლეთის მიმართ ზიზღის გაღვიძების პოლიტიკას და მე ამის წინააღმდეგი ვარ. ეს არასწორი ინფორმაციაა. დღეს ყველამ იცის რომ რუსეთი ოკუპანტია"

რუსლან ჰაჯიევმა რუსეთის მიერ უკრინაში შეჭრის  პირველ დღეებშიც დაწერა პოსტი:

2008 წელს საქართველო, 2022 წელს უკრაინა ჩააგდეს რუსი დათვის პირში, ნეტავ ახლაც არიან ისეთები დასავლეთისგან რამეს რომ ელოდებიან?! შოუმენი, ფოკუსნიკი ხელმძღვანელების მიერ გადადგმული სერიოზული ნაბიჯების შედეგი ასე ხდება. სამწუხაროდ“- წერდა ჰაჯიევი.

ყოფილი დეპუტატის პოსტი გააკრიტიკეს აქტივისტებმაც.

აღსანიშნავია,  რომ დღეს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის 30-ე დღეა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google