Apa.az-ის მიერ გავრცელებული პრეზიდენტის სიტყვები ალევის ადმინისტრაციამ უარყო რის მერეც, სააგენტოს საიტი გაითიშა
აზერბაიჯანის საინფრომაცი სააგენტოს Apa.az-ის საიტზე შესვლა ვერ ხერხდება. გავრცელებული ინფრომაციით სააგენტო პირველ აგვისტოს პრეზიდენტის სიტყვების დამახინჯების გამო საიტი თავად გათიშა .



აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომის ვეტერანებს, ჩერნობილის ტრაგედიის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის ავტომობილების და ბინების  გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. საინფრომაციო სააგენტომ Apa.az მთავარ გვერდზე გამოიტანა პრეზიდენტის სიტყვები იმის შესახებ რომ „აზერბაიჯანი სომხეთს მუხლებზე დააყენებს“ სტატიის გამოქვეყნებიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააგენტოს დეზინფორმაციაში დასდო ბრალი და გავრცელებული ინფრომაცია უარყო.

სააგენტომ ოფიციალურად მკითხველებს მოუხადა ბოდიში, თუმცა დღეს დილიდან საიტზე შესვლა შეუძლებელია. როგორც აზერბაიჯანში მომუშავე ჟურნალისტები აცხადებენ ოფიციალურად სააგენტოს დახურვის შესახებ ინფრომაცია არ ვრცელდება. თუმცა კულუარულად ჰოლდინგის დახურვაზეა საუბარი.





რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები