გადაცემები
სანდოობისთ ნაყიდი სახლში წარმოებული რძის პროდუქტები ახალ რეგულაციებს საჭიროებს
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს.
წარმოებისათვის გამზადებული პროდუქტები ახალ რეგულაციებს საჭიროებს. მათშორისაა ის პროდუქტები, რომელსაც მიჩვეულები ვართ და ახლობლებისგან სანდოობის გარანტით ვყიდულობთ შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს და მეტიც, არა ევროკავშირის ბაზარზე, არამედ შესაძლოა საქართვლოს შიდა ბაზარზეც ვერ დაიმკვიდროს ადგილი. სწორედ ასეთ პროდუქტების ჩამონათვალში შედის რძის ნაწარმი.

მარნულელი ნაირა დეიდა რძის ნაწარმს ხშირად ჰყიდის, მართალია, ახალი რეგულაციების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ცვლილებებისთვის მზად არის.

47 წლის ნაირა დეიდა ეზოში მარჩენალ ძროხებს: ლამაზას, თებროლეს, შველიას, მარტას და მაისას უკვე წლებია ყოველდღიურად ელის. ამბობს, რომ თითოეული საკუთარ სახელს ამართლებს „აი, ლამაზას რომ შეხედოთ თქვენც ხომ დამეთანხმებით, რომ მართლაც ლამზია“ გვეუბნეება ხელში ვედრო მომარჯვებული ნაირა დეიდა, რომელიც ახლა სადგომში ძროხების მოსაწველად მიდის, ამბობს, რომ სოფელში ძროხების ყოლა აუცილებელია.

ნაირა დეიდასთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო მრავალშვლიან ოჯახში რძის ნაწარმიცაა. ყველს, რძესა და მაწონს ის ყოველდღიურად ჰყიდის, ამბობს, რომ მისი ძროხები აცრილები არიან და ცდილობს პერიოდულად სხვადასხვა დაავადებებზეც გასინჯოს ასე რწმუნდება, რომ მისი ცხოველები ჯანმრთელები არიან. ბაზარში ნაყიდ ყველს კი ვერ ენდობა.



47 წლის ნაირა რძის პროდუქტებს ძირითადად მეზობლებში ჰიდის, ახლა მას 2 მაწველი ძროხა ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ დარჩენი სამიც მალე მოიწველის. ასე უფრო მეტ რძესაც მიიღებს და შემოსავალსაც ამიტომ, რძის პროდუქტებს შემდეგ სხვა კლიენტებსაც მიჰყიდის. ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც 2019 წლისთვის ამოქმედდება, რაც რძის პროდუქტებზე კონტროლის გამკაცრებას და მოვაჭრეებზე მეტი პასუხისმგებლობა დაკისრებას გულისხმობს ამის შესახებ ნაირა დედამ არაფერი იცის, თუმცა სიახლეებსაც არ უშინდება.

ნაირა დეიდას მსგავსად მეცხოველეობას მარნეულში ძალიან ბევრი მისდევს ზოგიერთისთვის კი ერთადერთი საარსებო წყაროა, ამიტომ მანეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ დილით არაერთ გარეომოვაჭრეს შეამჩნევთ. მიუხედავად მარნეულის მერიის მცდელობისა, რომ გარევაჭრობა აეკრძალათ პრობლემა კვლავ მოუგვარებელია და გარემოვაჭრეთა უმრავლესობას ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადასვლა არ უნდა.



კუსტარულად მოწყობილი დახლების გარშემო ანტისანიტარიაა. რძის პროდუქტები გაუსაძლის სიცხეში იყიდება, რომელსაც დღის განმავლობაში უამრავი ბუზი ახვევია, თუმცა მოვაჭრეებისთვს ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს და მყიდველის მისვლის დროს ბუზს ხელის აქნევითაც მოიშორებენ, მის ხარისხს კი ვიზუალურად ამოწმებენ. სავარაუდოდ ისიც იციან, რომ ყველს, საედანაც ყიდულობენ ალბათ ისინი ამოწმებენ.


მიუხედავად მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორაზე მსგავსი ვითარებისა, ჩვენ დავინტერესდით თუ რა პრინციპით ყიდულობს მოსახლეობა რძის ნაწარმს, რომელიც მაღალი რისკის პროდუქტებში შედის გვეუბნებიან, რომ ნაცნობებს ენდობიან, თუმცა ეს მხოლოდ თეორიულად. რეგულაციები, რომელიც უახლოეს მომავალში რძის პროდუქტებზე კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს, ეთანხმებინ.
გარდა მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიისა, რძის ნაწარმი შიდა ბაზარშიც იყიდება.

ბაზარი ორ ნაწილადაა გაყოფილი და სხვადასხვა ხელმძღვანელობა ჰყავს, ორივე ბაზარს ლაბორატორია აქვს, თუმცა როგორ მოწმდება ყველი, ხაჭო ან მაწონი ეს მეორე საკითხია. ჩვენ შევეცადეთ ორივე ბაზრის ლაბორანტს გავსაუბრებოდით და იმ ხელსაწყოებს გავცნობოდით , რომლითაც რძის პროდუქტების ხარისხს ამოწმებენ, თუმცა ბაზრის პირველი განყოფილების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა კომენტარზეც და გადაღებაზეც უარი გააცხადა. რაც შეეხება მეორე ბაზრის განყოფილების ლაბორატორიას იქ მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუზე დაგვთანხმდნენ. კანონი იმისა, რომ ბაზარში ყველი აუცილებლად უნდა მოწმდებოდეს და მოსახლეობისთვის უსაფრთხო უნდა იყოს ეს ყველამ ვიცით, თუმცა როგორც ლაბორატორიის უფროსი ნანა კალმახელიძე გვეუბნება, მათ ბაზარში ყველი ჯერჯერობით მხოლოდ ვიზუალურად მოწმდება და ყველის ვარგისიანობას გემოთიც ამოწმებენ.



რძის ნაწარმი რომ მაღალი რისკის პროდუქტებში შედის და გარდა ლაბორატორიული შემოწმებისა აუცილებლად უნდა ინახებოდეს შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმზე ამას ლაბორატორიის უფროსიც მოწმობს, თუმცა ამბობს, რომ მაცივრები მოვაჭრეებს უკვე დდი ხანია აქვთ, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის გამო ჩართული არ იყო. ლაბორატორიის განახლებას და აღჭურვას კი უახლოეს მომავალში გეგმავენ.

რძის ნაწარმის ვიზუალური შემოწმება, ტემპერატურული რეჟიმის დაუცველობა, ანტისანიტარია, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რაც მოსახლეობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე გვიყება თუ როგორ უნდა იყიდებოდეს უსაფრთხოდ ყველი ბაზარსა და სუპერმარკეტებში.

გვაცნობს ახალ რეგულაციებს, რომელიც 2019 -2020 უნდა ამოქმედდეს. მაგალითად, ის, რომ პროდუქტი, რომელიც წარმოებს უნდა წარმოებდეს ჯანმრთელი პირუტყიდან და უნდა იყოს ჰიგიენურ ანტისანიტარული ნორმები დაცული, რაც თავის მხრივ გულისხმობს კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობას. აქამდე თუ ტექნიკური რეგლამენტი შევიდა ძალაში და დიდ საწარმოებს ეკისრებოდათ ეს ვალდებულებები ახლა მცირე მეწარმეებსაც დაეკისრებათ.

ახალი რეგულაციების გაცნობა მოსახლეობისთის როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც ავალია. ჩვენ ორივე სტრუქტურის ქვემო ქართლის წარმომადგენლებს დავუკავშირდთ და გვითხრეს, რომ საინფორმაციო კამპანიები მოსახლეობასთან ახლო მომავალში დაიწყბა.


| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
პრეზიდენტობის კანდიდატების პოლიტიკური
წარსული, მათი სამომავლო ხედვა, სტრატეგია, ღირებულებები და
პრიორიტეტული საკითხები განსაზღვრავს მოქალაქეების არჩევანს. უფრო
სწორედ, უნდა განსაზღვრავდეს.
12:09 / 26.11.2018
პრეზიდენტობის კანდიდატების პოლიტიკური წარსული, მათი სამომავლო ხედვა, სტრატეგია, ღირებულებები და პრიორიტეტული საკითხები განსაზღვრავს მოქალაქეების არჩევანს. უფრო სწორედ, უნდა განსაზღვრავდეს.
დღეს, 3 აგვისტოს, რადიო „მარნეულის“ გადაცემა “აქტუალურ თემაში“
ვისაუბრებთ ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ერთ-ერთ
პროექტზე, რომელიც გულისხმობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის საკითხებს.
18:32 / 03.08.2018
დღეს, 3 აგვისტოს, რადიო „მარნეულის“ გადაცემა “აქტუალურ თემაში“ ვისაუბრებთ ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც გულისხმობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის საკითხებს.


27 ივლისს, რადიო
19:20 / 27.07.2018

27 ივლისს, რადიო "მარნეულის" გადაცემა "აქტუალური თემაში" ვისაუბრეთ თუ როგორია მარნეულელი პარლამენტარების ჩართულობა საქართველოს პარლამენტში და რატომ არ გამოდიან სხდომებზე ინიციატივით.
7 ივლის რადიო
18:46 / 20.07.2018
7 ივლის რადიო "მარნეულის" გადაცემა აქტუალურ თემაში ვისაუბრეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ახალ პროექტზე
19:18 / 06.07.2018
"აქტუალური თემა" - მოხალისეობა, როგორც ცხოვრების სტილი.
6 ივლისს, რადიო მარნეულის გადაცემა „აქტუალური თემაში“ ვისაუბრეთ თუ რას ნიშნავს იყო
მარნეულის კულტურის ცენტრთან
არსებული ახალგაზრდა მარნეულელებისგან შემდგარი ბენდი „რედ ქარფეთი“
ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „ოქროს საწმისი“
მონაწილეობის მისაღებად ემზადება
14:33 / 22.06.2018
მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდა მარნეულელებისგან შემდგარი ბენდი „რედ ქარფეთი“ ბათუმში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „ოქროს საწმისი“ მონაწილეობის მისაღებად ემზადება
00:00 / 15.06.2018
"აქტუალური თემის" 15 ივნისის გამოშვება ერასმუს + პროგრამის შესახებ ინფორმაციას დავუთმობთ. რა შესაძლებლობებს აძლევს პროგრამა ახალგაზრდებს: გაცვილითი ვიზიტები ევროპის ქვეყნებში, სასწავლო პროგრამები
დღეს, 8 ივნისს რადიო „მარნეულის“
„აქტუალურ თემაში“ ვისაუბრეთ მარნეულის კულტურის ცენტრის თეატრალურ
სტუდიაზე. განვიხილეთ თეატრის დაარსების მიზანი, ამჟამინდელი
მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები
19:35 / 08.06.2018
დღეს, 8 ივნისს რადიო „მარნეულის“ „აქტუალურ თემაში“ ვისაუბრეთ მარნეულის კულტურის ცენტრის თეატრალურ სტუდიაზე. განვიხილეთ თეატრის დაარსების მიზანი, ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები