ახალგაზრდების იდეა სოფელში მცხოვრები ბავშვების თავისუფალი აზროვნების განვითარებისთვის
მარნეულიდან 35 კილომეტრში შესაძლებელია სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხულდარაში მოხვდეთ. სწორედ სადახლოს ცენტრალურ ასფალტიან გზიდან შეგვიძლია გადავუხვიოთ ამ სოფლისკენ მიმავალ ქუჩაზე სადაც, ამორტიზებული გზა იწყება. გზის ერთ მხარეს სოფლის მოსახლეობა მიწას ამუშავებს, მეორე მხარეს კი არალეგალური ნაგავსაყრელებია . ალაგ-ალაგ კი პატარა ჯიხურებსაც შეხვდებით, სადაც სოფლის მოსახლეობა საკუთარ წარმოებულ პროდუქტს ჰყიდის. ვიწრო ქუჩის უსწორმასწორო გზაზე მჭიდრო დასახლებაა. ერთ-ერთი მოსახლის სახლი კარი დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე ღიაა. ორსართულიანი კერძო სახლის პირველი სართულიდან ბავშვების, გოგონების და ბიჭების ხმა ისმის. პატარა ოთახში ორი მაგიდა, სკამები, წიგნების კარადა და ორი კომპიუტერი დგას, სადაც 21 მოზარდი მე-9 კლასიდან 12 კლასის ჩათვლით კომპიუტერის გაკვეთილს სწავლობს. ეს „მოლაოღლის განვითარების ცენტრის“ პროექტის შედეგია. ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც სოფელ მოლლაოღლის სკოლაში ახალგაზრდა სტუდენტმა არიზმა დაშტამიროვმა ფონდ „ტასოსთან“ ერთად ორგანიზაცია დააარსა და სკოლის მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა გახსნეს დამატებითი აქტივობებით.
ბიბლიოთეკა სკოლასთან, დღემდე ასრულებს თავის ფუნქციას. არიზს ახალგაზრდა მოლაოღლის სკოლის დამხმარე მასწავლებელი ქამრან ეფეინდიევიც დაუდგა მხარში. სწორედ ქამრანის სახლში გაიხსნა ცენტრი, და მანდათმო საკუთარი, პირადი სივრცე იმისთვის, რომ სოფლის ახალგაზრდა თაობას მიეცეს საშუალება ისწავლონ ფიქრი და მსჯელობა საზღვრების გარეშე.

„იმდენად, რამდენადაც კარგად ვიცნობ ვითარებას სოფლებში მსგავსი ცენტრის იდეა დიდი ხნის წინ გამიჩნდა. მინდოდა შესაძლებლობების ფარგლებში ბავშვებს დავხმარებოდი. რა თქმა უნდა, მათი რესურსების გარეშე არ გამოვიდოდა. ვთქვი, რომ მე შემიძლია ეს საქმე ვიკისრო და თუ ერთი-ორი ადამიანიც დამეხმარება კარგი იქნება. სტუდენტობის პერიოდიდან პროექტების წერა ასე თუ ისე ვისწავლე. ძალიან კარგი პროექტი დავწერე და მოეწონათ. მოეწონათ, რომ შორეულ სოფელში ასეთი იდეიის განხორციელება გვსურდა „- ამბობს არიზი

არიზმა გაიხსენა თუ როგორ დაიჯერა საკუთარი შესაძლებლობების და პროექტის განხორციელება გარისკა. დღეს ის სადახლოს სკოლაში მანდატურად მუშაობს, ქამრანი ქართული ენის დამხმარე პედაგოგია. სკოლის შემდგომ მუშაობას ცენტრში აგრძელებენ, მოსწავლეებს პრეზენტაციებს გაკებაში ეხმარებიან, სკოლაში გავლილ თემებზე მსჯელობენ და დისკუსიას მართავენ. როგორც ქამრანი ამბობს, პირველ შეხვედრებზე ბავშვები საკუთარ სახელის და საცხოვრებელი ადგილის გარდა საკუთარ თავზე ვერაფეს ჰყვებოდნენ. ახლაგზრდა ტრენერებისთვის მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება ყველაზე პრიორიტეტულია. მათ მიზნად აქვთ დასახული, რომ სამომავლოდ სოფლებში ქართული ენის პრობლემა აღმოფხვრან

„ჩვენი მოწოდება ესაა, ჩვენ მათ ცოდნას არ ვაძლევთ. ჩვენ მათ კულტურას ვასწავლით, ცოდნის კარამდე მგვყავს არჩევანის გაკეთება კი შემდგომ მათზეა დამოკიდებული. აქ ცნობიერებაზეა ლაპარაკი, გვინდა აზროვნების უნარი განვუვითაროთ. გაკვეთილის მოყოლის შემდეგ დისკუსიას ვაწყობთ, დიალოგი გვაქვს. ჩვენი უმთავრესი მიზანი გახლავთ ის, რომ ეს ადამიანები გამოვიყვანოთ და საქართველოს მასშტაბით ჩვენი თემის წარმომაგენლად ვაქციოთ. როცა გაიზრდებიან თავად გადაწყვეტენ რომელ უნივერსიტეტში წავლენ ჩვენ მათში მათივე შესაძლებლობის გამომჩენი და მიმართულების დამნერგავნი ვართ. თვითრწმენას ვუმაღლებთ, ვეუბნებით, რომ სიმაღლეების დაპყრობა შეუძლიათ“-ამბობს ქამრანი

იდეებით სავსე ახალგაზრდები ყოველდღიურად ახლი გამოწვევების წინაშე დგანან მეგობრების და ფონდების დახმარებით ნელ-ნელა ცდილობენ იდეები რეალობად აქციონ. მათთან ერთად თბილისელი ნუცა დემეტრაშვილიც არის. რომელიც სადახლოს მოლაოღლის სკოლაში პროექტის ფარგლებში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობს. იხსენებს რომ პირველმა შთაბეჭდილებამ სოფელში და სკოლაში მოლოდინს გადააჭარბა. ყველა ქართულად ესაუბრებოდა და ძალიან მეგობრული იყო. თუმცა ჩაკეტილი სივრცე, რომელშიც სოფლის მოსახლეობას ცხოვრობს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის ინტეგრაციის კუთხით. ნუცა მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან ისეთ სოფელში მოხვდა, სადაც არიზი და ქამრანი გაიცნო და მათთან ერთად კი ცენტრის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

ამ წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქამრანი და არიზი სოფლებიდან 30 აბიტურიენტს დაეხმარნენ რეგისტრაციის გავლაში. აუხსნეს უნივერსიტეტების არჩევის წესი.
„აბიტურიენტები უნივერსიტეტების ჩამონათვალში წერდნენ ილიას უნივერსიტეტს და არც კი იცოდნენ, რომ ინჟინერიის ფქულტეტზე მეტად ტექნიკური უნივერსიტეტი გამოადგებოდათ“- ამბობს ქამრანი
ასევე გაიხსენა მაგალითი, როდესაც მათივე ცენტრის ბენეფიციარი მშობლების გავლენის ქვეშ მყოფს ექიმის პროფესიაზე უარი თქმა უწევდა. ქამრანმა და არიზმა აბიტურიენტებს რეალური არჩევანის გაკეთებისთვის დაფიქრება ურჩიეს. რის შემდგომაც ,როგორც თავად იხსენებენ, მომავალმა სტუდენტებმა მშობლებს აუხსნეს, რომ თავიანთ ცხოვრებას თავადვე განკარგავენ. რეგისტრაციაში კი სამედიცინო უნივერსიტეტი პრიორიტეტად ჩაიწერა.



რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები




q. marneulSi, 26 maisis #56 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, 26 maisis #30 v/ binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #5 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, gamsaxurdias #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #3 binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #3 a/ binis sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, giorgaZis #5 (unomro) binis I sadarbazos
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, erekle II-is #6 binis I sadarbazos
reabilitacia




მარნulSi, mazniaSvilis #1 binis
sadarbazoebis da saxuravis reabilitacia




q. marneulSi, narimanovis #1 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #5 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #7 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #9 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #11 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #18 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #20 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #23 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #25 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #29 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #33 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #39 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #41 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #42 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #46 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #48 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #49 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #66 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #70 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #79 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #81a/ binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #84 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #86 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #88 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #89 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #114 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis q.#118-Si sacxovrebeli
saxlis სადარბაზოების და
saxuravis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #59a/ (III Cixi #4) binis
sadarbazoebis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis #59b/ (V Cixi #3) binis
sadarbazoebis reabilitacia




q. marneulSi, rusTavelis VII Cixi #3
(81ბ) binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, ColoyaSvilis #3 binis sadarbazoebis
reabilitacia




q. marneulSi, ColoyaSvilis #5 binis sadarbazoebis
reabilitacia
16:37 / 25.04.2024