„საქართველოს ევროპული ინტეგრაცია“ - საქართველოს რეფორმების ასოციაციამ მარნეულში შეხვედრა გამართა
დღეს, 5 აპრილს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის“ თემაზე შეხვედრა გაიმართა , სადაც საუბარი შეეხეო ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს, ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ევროკავშირში , ევროპული ფასეულობები და საქართველოში გავრცელებული ანტიდასავლური მითები.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) პროექტების მენეჯერი მარიამ წიწიკაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მნიშველოვანია მსგავსი სემინარების ჩატარება საქართველოს ყველა რეგიონში, რათა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით მოხდეს მსგავსი საკითხების განხილვა.


შეხვედრას უძღვებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სერგი კაპანაძე; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის, ევროპული კვლევების ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ეკა აკობია.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მარნეულის რესურს-ცნტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე  დაინტერესებული პირები.

ღონისძიება ხორციელდება პროექტის „ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის დონეზე“ ფარგლებში.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები