რატომ არ უშვებენ ჟურნალისტებს სკოლებში: „ბევრმა დირექტორმა არ იცის საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულებები" - ოლგა ენდელაძე
"თბილისის ადამიანის უფლბათა სახლის“ პროექტის ფარგლებში მუშაობისას დაპირისპირება მოხდა ჟურნალისტსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორს შორის. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულმა“ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა დირექტორი ჟურნალისტს ნებას არ თავს სკოლაში შევიდეს და არსებული მდგომარეობა გადაიღოს.
შეიძლება ითქვას, რომ დირექტორების მხრიდან სკოლაში შესვლაზე ეს პირველი უარი არ არის. მარნეულის მუნიციპალიტეტში ჟურნალისტესა და არასამთავრობო სექტორის წარმოადგენლებს არაერთხელ შეშლიათ ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, იმ მიზეზის გამო, რომ სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი სკოლის ტერიტორიაზე შესვლის ნებას არ გასცემს.

მსგავს ვითარებაში აღოჩნდა ჟურნალისტი ნანი სისვაძე, რომელიც მარნეულში სოფელ ჩანახჩის სკოლაში მივიდა. საქმის კურსში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ადგილობრივი რესურს-ცენტრიც იყო, თუმცა სკოლაში მისულს ხელახლა დასჭირდა იმის მტკიცება, რომ მას ნამდვილად ჰყავდა გაფრთხილებული სხვადასხვა დაწესებულება.

ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერის თანასწორობისთვის“ ქვემო ქართლის წარმომადგენელი სამირა ბაირამოვაც დამდგარი არსებული პრობლემის წინაშე, როდესაც მისთვის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგელისთვის უარი უთქვამთ სკოლაში შესვლისთვის და სურათის გადაღებაზეც კი სტყვირად შენიშვნა მიუღია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე მიიჩნევს, რომ დირექტორების მსგავსი ქმედება მათი უფლებამოსილების არცოდნას უკავშირდება და ამიტომ ექმნებათ ხშირად პრობლემები არასამთავრობო თუ მედიის წარმომადგენლებს


ოლგა ენდელაძე ამბობს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც თანხმდება იმაზე, რომ უშუალოდ სკოლაში შესვლის ნება დირექტორის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა უარის შემთხვევაში დირექტორს კანონიერი საფუძველიც უნდა გააჩნდეს იმისა, რომ დაადასტუროს თუ რატომ არ უნდა სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირის შესვლა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ საგაკვეთილო პროცესში ხელის შეშლა არ უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორებს გადაწყვეტილების მიღების უფლება თავად აქვთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ რესურს-ცენტრიდან ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ნებართვას ითხოვენ, თუმცა ადილობრივი რესურს ცენტრი კი საკუთარ პასუხისმგებლობას იმ მიზეზის გამო იხსნის, რომ სკოლას თავად აქვს გადაწყვეტილების მიღბის უფლება. მსგავს კომფლიქტურ სიტუაციებზე კი სტანდარტული პასუხი აქვთ, რომ დირექტორის უარი საგაკვეთილო პროცესში ხელის შეშლას უკავშირდება.



„თბილისის ადამიანის უფლბათა სახლის“ პროექტის ფარგლებში მუშაობისას დაპირისპირება მოხდა ჟურნალისტსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საჯარო სკოლის დირექტორს შორის .
ჟურნალისტი იმირის საჯარო სკოლის გადასაღებად იყო მისული, ხოლო დირექტორმა შენობაში შესვლის ნება არ დართო, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალაც არსბობს, საედანაც ირკვევა, რომ ჟურნალისტის მიმართ აგრესიას არა მხოლოდ დირექტორი, არამედ სხვა ადამიანებიც გამოხატავენ. ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც, სავარაუდოდ სკოლის თანამშრომელია ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება.



რადიო „მარნეული“ იმირის საჯარო სკოლის დირექტორს, ისმახან მამედოვს დაუკაშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ჟურნალისტმა სკოლაში გადაღება მანამანდე დაიწყო, ვიდრე ნებართვას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა იკითხა თუ საიდან იყვნენ საკუთარი თავი წარუდგინეს და უთხრეს, რომ აზერბაიჯანიდან არიან და სკოლის გადაღება სურთ.

„მკითხეს(ჟურნალისტმა) რა არ გინდათ ახალი სკოლა რომ აგიშენონ? მე ვუპასუხე რომ რა თქვენ აპირებთ სკოლის აშენებას? და ვუთხარი, რომ სამინისტროში იციან სკოლის მდგომარეობის შესახებ და ალბათ ჩვენ სკოლასაც გაარემონტებენ. სიმართლე ვთქვათ არ დავუშვი რომ გადაეღოთ. საიდან მოვიდნენ? ვინ გამოაგზავნა? სამინისტრომ იცის ? თუ იცის მაშინ საბუთი მანახეთ, ვუთხარი. ყველაფერს რასაც ამბობს ჟურნალისტი სიცრუეა“ ამბობს სკოლის დირექტორი.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები