200 ახალი ურნა მარნეულში ცენტრალურ ქუჩებზე განთავსდება
200 ურნა, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტს გადასცეს მარნეულში ცენტრალურ ქუჩებზე განთავსდება
როგორც ჩვენთან საუბარში „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე ამბობს, ახალი ურნების დადგმა მარნეულiს იერსახის მისაცემადაც კარგი იქნება, ხოლო ძველ ურნებს სხვადასხვა სოფლებში გადაანაწილებენ. თვადვე ამბობს, რომ მარნეულშ დაახლოებით 30 სოფელს ემსახურებიან და მათ მიერ შეცვლილი ურნების რაოდენობას საკმარისა მიიჩნევს.



200 სანაგვე ურნა, რომელსაც „სუფთა მარნეული“ თითქმის ერთი წლის განმავლობაში ელოდა მუნიციპალიტეტს 27 ივნისს გადასცეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ურნებს მუნიციპალური შპს „სუფთა მარნეული“ იმ ლოკაციებზე განათავსებს, სადაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა და საჭიროებაა, ხოლო სუფთა მარნეულის დირექტორი ამბობს, რომ ქალაქის იერსახის მისაცმად დადგამენ ურნებს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები