მარნეულში მცხოვრები რაიან სმიტი და მისი ოჯახი სავარაუდოდ მოკლულები არიან
ამერიკის მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, რომელთა ცხედრებიც მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იპოვეს, შესაძლოა, მოკლულები იყვნენ. მათი 4 წლის შვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

როგორც ხადას ხეობის მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, მამაკაცის ცხედარს, რომელიც მაშველებმა ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, არაფერი ეცვა და დაზიანებები აღენიშნებოდა.

„მთის ამბების“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სოფელ წკერესთან ახლოს, კარავში იყვნენ დაბანაკებული, ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა, რომელიც ხადას ხეობის მცხოვრები არ არის.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა.

დაზუსტებული ინფორმაციით, პოლიციას მწყემსი დაკითხვაზე ჰყავს გადაყვანილი.

„მთის ამბები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, აღენიშნება თუ არა რაიან სმიტის ცხედარს დაზიანებები, რადგან გუშინ გავრცელებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. შსს-ში კომენტარი არ გააკეთეს.



წყარო: reginfo.ge



არაოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, მარნეულში მცხოვრები რაინ სმიტი და მისი ოჯახი გუდაურში სავარაუდოდ უეცარი წყალდიდობის შედეგად დაიღუპნენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაიანის და მისი ცოლის ლორას სხეუულები იპოვეს, ხოლო მათი 4 წლის შვილის, კაილების სხეულს ამ დრომდე ეძებენ.

მარნეულში მცხოვრები სმიტების მეგობრების თქმით, ორი დღის წინ, როდესაც ლორა სმიტი არ გამოდიოდა კონტაქტზე მეგობრებმა მიმართეს ამერიკის საელჩოს, საიდანაც მათ დაუდასტურეს, რომ ლორა სმიტი გარდაცვლილი იპოვეს,მოშორობით კი რაიან სმიტის ცხედარი. ბავშვს კი ამ დრომდე ეძენებ.

"რეგინფოს" გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში მოხდა, მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორი ტურისტის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო.

სამუშაოები დღეს, დილიდან განახლდა. ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ერთი ტურისტი - მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები დაღამების გამო შეწყდა და ხვალ, დილიდან განახლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.


რაიან სმიტზ მარნეულში აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული და 7 წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდა. სწორედ რაიან სმიტი იყო მარნეულში პირველი საბავშვო მოედნის მოწყობის ინიციატორი და მოედნის მოწყობასთან დაკავშირებით ყველა ხარჯის საკუთარ თავზე აღებას გეგმავდა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები