რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სადაც ორი ავტომობილი ფიგურირებს.
მსუბუქი ავტომობილი და „ფორდ ტრანზიტი“ ერთმანეთს შეეჯახა

როგორც რადიო“ მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფორდ ტრანზიტში მსხდომი 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი საზიანება გამოიწვია.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები