კირეჩ მუღანლოში სასმელი წყლის გასაყვანად 704 787 ლარი დაიხარჯება
24 ოქტომბერს სოფელ კირეჩ მუღანლოში სასმელი წყლის პროექტის განხორციელება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატადძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მარნეულის მერის წარმომადგენელი სოფელ კაჩაგანში ეჰთირამ ამირხანლი სოფელ კირეჩ მუღანლოს ესტუმრნენ და სამუშაოებს გაეცნენ. თვითმმართველობის წარმომადგენლები ასევე მოსახლეობას შეხვდნენ.

სასმელი წყლის პროექტის დაწყებისათვის რეგიონალური და ადგილობრივი ბიუჯეტიტან 704 787 ლარი გამოიყო და ტენდერი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში 420 ტონის მოცულობის რეზერვუარი მოეწყო და ყველა სახლში სასმელ წყალს გაიყვანენ. სამუშაოები 2019 წელს უნდა დასრულდეს.

კირეჩ მუღანლოს მაცხოვრებლებს წლებია სასმელი წყლის პრობლემა აწუხებდათ. აქამდე კირეჩ მუღანლოელები სასმელ წყალს მხოლოდ სოფლის ერთ ნაწილში გაკეთებული წყაროდან იღებდნენ. მოსახლეობა მარნეულის მერიას პრობლემის მოგვარებისათვის 3 წლის განმავლობაში მიმართავდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები