იმირში, სადაც უბანზე ჩხუბი მოხდა, ვაშაძემ ყველაზე მეტი ხმა მიიღო
სოფელ იმირის #59 საარჩევნო უბანზე ხმების გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 291 ხმათა რაოდენობა მიიღო. ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბისშვილი კი - 222 ხმა

#59 საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის და პარტია „ ქართული ოცნების“ აქტივისტების შორის დაპირისპირება მოხდა. დამკვირვებლების მიერ გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია.

მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.


ცენტრალური საარჩევნო კომისსის მიხედვით, მარნეულში არჩევნების შედეგები ცნობილია. 90 საარჩევნო უბნიდან ხმები დათვლილია და ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსებულია. შედეგების მიხედვით სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში გაიმარჯვა/ მეორე ადგილზე გრიგოლ ვაშაძეა.

მესამე ადგილს კი დავით ბაქრაძე იკავებს. ცესკოს შედეგებს გთავაზობთ: სალომე ზურაბიშვილი - 47?79% (16884 ხმა) გრიგოლ ვაშაძე - 39?05% (13796 ხმა) დავით ბაქრაძე - 10?48% (3702 ხმა)



ამავე თემაზე:

გაერთიანებული ოპოზიციის თქმით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კოორდინაციას უწევს არჩევნების მსვლელობას


მამუკა ნავერიანის თქმით ოპიზიცია საარჩევნო უბნებზე თავად აწყობს პროვოკაციებს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები